ახლომხედველობა, ზარმაცი თვალი

ახლომხედველობის მართვა , ზარმაცი თვალი და მხედველობის რეაბილიტაცია

ახლომხედველობა და ზარმაცი თვალი

რა არის მიოპია:

მიოპია (ახლომხედველობა) არის რეფრაქციული დარღვევა, რომლის დროსაც შორს არსებული ობიექტები ბუნდოვნად ჩანს. ბოლო წლებში მისი პროგრესირება განსაკუთრებით გახშირდა ბავშვებსა და მოზარდებში, რაც დაკავშირებულია ეკრანებთან დიდხანს ყოფნასთან და გარე აქტივობების ნაკლებობასთან.

რატომ არის საჭირო აქტიური მართვა:


მიუხედავად იმისა, რომ მიოპია ხშირად გენეტიკურად არის განპირობებული, მისი უმართავად დატოვება ზრდის შემდეგი გართულებების რისკს:

  • ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დაზიანება
  • ბადურის ჩამოცლა
  • ამბლიოპია (ზარმაცი თვალი)
  • სიელმე
  • ბავშვებში ყურადღების დეფიციტი, სწავლაში სირთულე, მოუსვენრობა
  • თავისა და თვალის ტკივილები

მართვის თანამედროვე მეთოდები:

  • სათვალის სწორი შერჩევა
  • დაბალ დოზიანი ატროპინის წვეთები — ამცირებს პროგრესის სიჩქარეს
  • ღამის ლინზები (ორთოკერატოლოგია)
  • ცხოვრების წესის კორექცია — მეტი დრო ღია სივრცეში, ნაკლები დრო ეკრანთან

ზარმაცი თვალი და მხედველობის რეაბილიტაცია

რა არის ამბლიოპია:

ამბლიოპია (ზარმაცი თვალი) არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ან ორივე თვალი ვერ ავითარებს სრულფასოვან მხედველობას, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულად ჯანსაღია. ეს პრობლემა იწყება ბავშვობაში და ადრეულ ეტაპზე სრულად ალაგებადია.

მიზეზები:

  • სტრაბიზმი (თვალების გადახრა)
  • ანიზომეტროპია — ორ თვალს შორის დიდი რეფრაქციული სხვაობა
  • ადრეულ ასაკში თვალის დაბინდვა (კატარაქტა, ქუთუთოს დაშვება)

რისკები მკურნალობის გარეშე:

  • მხედველობის პროგრესული დაქვეითება
  • ბინოკულარული (სამგანზომილებიანი, სივრცითი) მხედველობის დარღვევა
  • ფსიქოსოციალური სირთულეები ბავშვობაში და მოზრდილობაში

თანამედროვე თერაპია:

Bynocs — ინოვაციური პლატფორმა, რომელიც იყენებს სახლის პირობებში ჩატარებად, თამაშზე დაფუძნებულ დიქოპტიკურ ვარჯიშებს.
მკურნალობა არ საჭიროებს ახვევას, არ არის შემაწუხებელი და ეფექტურია ყველა ასაკში.

თვალის სიმშრალის თვითშემოწმება

(დროებითი დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი – არ ცვლის ექიმის კონსულტაციას)

ბოლო კვირის განმავლობაში რამდენად ხშირად გაწუხებთ თითოეული სიმპტომი?

(0 = არასოდეს, 1 = იშვიათად, 2 = ზოგჯერ, 3 = ხშირად, 4 = მუდმივად)

  1. თვალების სიმშრალე ან "ქვიშის" შეგრძნება
  2. წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება
  3. თვალების სიწითლე
  4. ზედმეტი ცრემლდენა (რეფლექსური ცრემლდენა სიმშრალის გამო)
  5. მხედველობის დაბინდვა, რომელიც უმჯობესდება თვალის ხამხამის (დახამხამების) შემდეგ
  6. სინათლის მიმართ მგრძნობელობა
  7. კონტაქტური ლინზების ტარების გაძნელება

მზად ხარ მკურნალობის დასაწყებად?