მედიცინის დოქტორი თინა ჯიქურაშვილი
სპეციალიზებული ზოგად
ოფთალმოლოგიასა და
ლაზერულ ქირურგიაში
თქვენს მხედველობაზე ზრუნვა თქვენზე მორგებული გადაწყვეტილებებით -
გამოცდილების და ინივაციური ტექნოლოგიების ჰარმონიული შერწყმით
გადადგით პირველი ნაბიჯი მხედველობის გაუმჯობესებისკენ
თანამედროვე, უსაფრთხო და
ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება ვიზიტზე ჩაწერა?
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ.ფოსტით, ან შეავსოთ ონლაინ ჯავშნის ფორმა.
საჭირო იქნება თუ არა გუგის გაფართოება კვლევის დროს?
გარკვეულ შემთხვევებში, დიაგნოზის სიზუსტისთვის საჭიროა გაფართოება, რის შესახებაც წინასწარ შეგატყობინებთ.
რა ხანგრძლივობა აქვს ამბლიოპიის თერაპიას?
საშუალოდ 6–8 კვირა, სახლის პირობებში, სპეციალური პროგრამით.
შეუძლია თუ არა ზრდასრულ პაციენტს მხედველობის გაუმჯობესება ზარმაცი თვალის დროს?
დიახ. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის Bynocs პლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ეფექტური ამბლიოპიის თერაპია ზრდასრულ ასაკშიც. ინდივიდუალურად მორგებული პროგრამა ეხმარება ტვინს მხედველობითი პროცესების გააქტიურებაში.
რა განსხვავებაა მონოფოკალურ, ედოფ და მულტიფოკალურ ბროლებს შორის?
მონოფოკალური ბროლი უზრუნველყოფს მკვეთრ ხედვას მხოლოდ ერთ დისტანციაზე.
ედოფ (გაფართოებული სიღრმის ბროლები) უზრუნველყოფენ შუალედურ და შორი ხედვის გაუმჯობესებას.
მულტიფოკალური ბროლები კი შექმნილია ახლო, შუალედური და შორ დისტანციებზე მხედველობის ერთდროულად გაუმჯობესებისთვის. არჩევანი ინდივიდუალურია და განსაზღვრულია თქვენი საჭიროებებით.
რამდენად უსაფრთხოა ლაზერული მკურნალობა ბადურის დაავადებების დროს?
თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიები მაღალ ეფექტურობასთან ერთად უზრუნვეყოფს მინიმალურ რისკს. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
შემიძლია თუ არა კონტაქტური ლინზების ტარება მშრალი თვალის სინდრომის დროს?
სპეციალური ტიპის ლინზები, როგორიცაა სილიკონ-ჰიდროგელის ან ჰიბრიდული ლინზები, შეიძლება იყოს მისაღები. თუმცა, რეკომენდებულია ექიმის მიერ შეფასება და მკურნალობა თვალის ზედაპირის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
როგორ დავიცვათ ბავშვები მიოპიის პროგრესირებისგან?
რეგულარული თვალის შემოწმება, ბავშვობის ასაკში ახლო მანძილზე სამუშაოს რეგულირება (მათ შორის ნაკლები ეკრანის დრო და მეტი ღია სივრცეში გატარებული დრო), ასევე, შესაძლებელია სპეციალური ოპტიკური საშუალებების ან თვალის წვეთების გამოყენება (მაგ. ატროპინი დაბალი დოზით) ექიმის რეკომენდაციით.
Ana Chkonia
4 months ago
One of the Best doctors across Georgia. I highly recommend her!!
Nino Inauri
12 months ago
Qualified, experienced, always pleasantly comunicating doctor

