მხედველობის გაუარესება ან კატარაქტის განვითარება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კომფორტზე პირდაპირ აისახება.

თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ხელოვნური ბროლის (ინტრაოკულარული ლინზის) შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – ეს არის არჩევანი, რომელსაც ადამიანი, როგორც წესი, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იღებს.

მედიცინის განვითარებასთან ერთად, პაციენტებს დღეს უკვე აქვთ საშუალება, არა უბრალოდ აღიდგინონ მხედველობა, არამედ სრულიად გათავისუფლდნენ სათვალის ტარების საჭიროებისგან. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი პაციენტი ირჩევს რიტანული ბრენდის ინოვაციურ პრემიუმ კლასის ბროლს Rayner Galaxy-ს.

სტანდარტული vs პრემიუმ კლასის ლინზები: რა განსხვავებაა?

სტანდარტული (მონოფოკალური) ხელოვნური ბროლი პაციენტს უბრუნებს მხედველობას მხოლოდ ერთ გარკვეულ მანძილზე – როგორც წესი, შორს. ეს ნიშნავს, რომ ოპერაციის შემდეგ წიგნის წასაკითხად, ტელეფონით სარგებლობისთვის ან კომპიუტერთან მუშაობისთვის მაინც საჭირო ხდება სათვალის გამოყენება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტანდარტული ბროლის არჩევა არ ნიშნავს, რომ ოპერაცია ნაკლებად ხარისხიანად ან არასწორად ჩატარდება. ასეთი ბროლი ეფექტურად ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას – კატარაქტით გამოწვეული მხედველობის დაბინდვის აღმოფხვრას.

Rayner Galaxy-ს პრემიუმ კლასის ოპტიკური ტექნოლოგია კი სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს. ის უზრუნველყოფს თანაბრად მკვეთრ და ბუნებრივ მხედველობას სამივე ძირითად დისტანციაზე:

● ახლო მანძილი: წიგნის წაკითხვა, სმარტფონის გამოყენება, ხელსაქმე;

● შუალედური მანძილი: კომპიუტერთან მუშაობა, ავტომობილის მაჩვენებელთა დაფის ყურება, სამზარეულოში ფუსფუსი;

● შორი მანძილი: გზისა და საგზაო ნიშნების მკვეთრად დანახვა, ტელევიზორის ყურება, ბუნების პეიზაჟებით ტკბობა.

კომფორტი ღამით – “ჰალო” ეფექტებისა და არეკვლის გარეშე

ტრადიციული მულტიფოკალური ლინზების ერთ-ერთი გავრცელებული უარყოფითი მხარე ღამის საათებში შუქის ირგვლივ გაჩენილი სხივები და წრეები იყო, რაც განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა მძღოლებს.

Rayner Galaxy-ს დიზაინი ფაქტობრივად აქრობს შუქის არეკვლებს. შედეგად, ღამით ავტომობილის მართვა ან ქუჩაში გადაადგილება ხდება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული.

75-წლიანი ბრიტანული გამოცდილება და ხარისხის გარანტია

კომპანია Rayner ბროლის კიდევ ერთი მწარმოებელი არ არის – ეს არის ბრენდი, რომელმაც 1949 წელს შექმნა და თვალში იმპლანტირება გაუკეთა მსოფლიოში პირველ ხელოვნურ ბროლს.

75-წლიანი გამოცდილება, ბრიტანული სიზუსტე, მკაცრი ხარისხის კონტროლი და უწყვეტი კვლევები განაპირობებს იმას, რომ Rayner ინარჩუნებს ოფთალმოლოგიის ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. ამ ბროლის შერჩევით პაციენტი იღებს უმაღლესი სტანდარტისა და გარანტირებული შედეგის პროდუქტს.

უსაფრთხო ინჟექტორული სისტემა და სწრაფი აღდგენა

ოპერაციული პროცესის სიმარტივე და უსაფრთხოება პირდაპირ მოქმედებს პაციენტის რეაბილიტაციაზე. Rayner-ის თანამედროვე ინჟექტორული სისტემა ქირურგს საშუალებას აძლევს, ლინზა თვალში შეიყვანოს მიკროსკოპული განაკვეთის მეშვეობით, თვალის ქსოვილებთან ხელით შეხების გარეშე.

ინჟექტორული ტექნოლოგიის უპირატესობები:

● მინიმალური ტრავმულობა: თვალის ქსოვილები პრაქტიკულად არ ზიანდება

● ინფექციების დაბალი რისკი: პროცესი სრულიად სტერილიზებული და დახურულია;

● სწრაფი რეაბილიტაცია: პაციენტი ჩვეულ ცხოვრების რიტმს უმოკლეს ვადებში უბრუნდება.

თუ გსურთ, დაიბრუნოთ ბუნებრივი მხედველობა, დაივიწყოთ სათვალეზე დამოკიდებულება და ისიამოვნოთ მკვეთრი გამოსახულებით დღის ნებისმიერ მონაკვეთში, Rayner Galaxy საუკეთესო ინვესტიციაა.