კატარაქტის ოპერაციის შემდეგ პაციენტი სწრაფად უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, რათა მხედველობის აღდგენის პროცესი მშვიდად წარიმართოს და გართულებების რისკი შემცირდეს.
პირველი რამდენიმე დღე ოპერაციის შემდეგ:
მსუბუქი დისკომფორტი ან წვა, თვალში სიწითლე, ცრემლდენა, ბუნდოვანი მხედველობა და შუქზე მომატებული მგრძნობელობა ნორმალურია, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება.
ძლიერი ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რეკომენდაციები:
- არ შეეხოთ და მოისრისოთ თვალები, განსაკუთრებით ოპერაციის პირველ დღეებში.
- მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობებსა და დარტყმებს 1–2 კვირის განმავლობაში.
პირველი 1–4 კვირის განმავლობაში:
- ხშირად ექიმები ნიშნავენ ანტიბიოტიკურ და ანთების საწინააღმდეგო წვეთებს.
- შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს მცირე ჰალოები, რომელიც 2–4 კვირაში ქრება.
ცურვა, საუნა, აბანოები, ძლიერი სპორტული დატვირთვა რამდენიმე კვირით შეზღუდულია
1–3 თვეში:
- პაციენტის მხედველობა ნორმალიზდება, ოპტიმალურ ხარისხს აღწევს 1 თვის განმავლობაში.
- ექიმი ამოწმებს თვალის წნევას, ბადურას და თვალის საერთო მდგომარეობას, რათა გამოირიცხოს გლაუკომა, ინფექცია და ბადურის დეგენერაციული ცვლილებები.
ძირითადი შეზღუდვები:
– მძიმე ფიზიკური შრომა / სირბილი / წონის აწევა: 1–2 კვირა
– თვალზე მტკივნეული შეხება: 1–2 კვირა
– ცურვა / საუნა / აბანო: 2–4 კვირა
– სპორტული აქტივობა: 4–6 კვირა, ექიმის რჩევით
ოპერაციის პირველი 1–2 კვირა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, 1 თვეში მრავალი შეზღუდვა იხსნება და თვალის სრული ფუნქცია აღდგება.