ნათებები და მცურავი შავი წერტილები

ბევრი პაციენტი აღწერს თვალწინ უცნაურ მოვლენებს: ზოგისთვის ეს არის პატარა „მცურავი წერტილები“ ან „ობობის ქსელები“, რომლებიც მზერას დაჰყვება, ზოგისთვის კი – კაშკაშა ნათება ან გაელვება.

უნდა ვინერვიულოთ თუ არა ამ სიმპტომების გამო? მოდით, გავარკვიოთ, რა არის უსაფრთხო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ.

რა იწვევს ნათებებს დამცურავ წერტილებს“?

ჩვენი თვალის შიგნით არსებობს ჟელესებური მასა — მინისებრი სხეული. ასაკთან ერთად ეს მასა სტრუქტურას იცვლის, უფრო თხევადი ხდება და პატარა ნაწილაკები იწყებენ მასში ცურვას. სწორედ მათ ვხედავთ ჩვენ „წერტილების“ ან „ძაფების“ სახით.

გაელვება კი ხდება მაშინ, როდესაც ეს ჟელესებური მასა ექაჩება თვალის უკანა კედელს — ბადურას. ბადურა ამ მექანიკურ გაღიზიანებას აღიქვამს, როგორც სინათლის სიგნალს და ჩვენ გვეჩვენება, რომ თვალში „ელვა გაკრთა“.

როდის არის ეს ნორმალური (შედარებით უსაფრთხო)?

  • თუ „წერტილები“ წლებია გაქვთ და მათი რაოდენობა არ იცვლება.
  • თუ ისინი მხოლოდ კაშკაშა განათებაზე ან თეთრ კედელზე ყურებისას ჩნდება.
  • თუ გაელვება ხდება მხოლოდ თვალის მკვეთრი მოძრაობისას და მალევე ქრება.

 

როდის უნდა დავიწყოთ ნერვიულობა? (საგანგაშო ნიშნები)

არსებობს ე.წ. ოქროს საათები, როდესაც ექიმთან ვიზიტი გადამწყვეტია მხედველობის შესანარჩუნებლად. მიმართეთ ოფთალმოლოგს იმავე დღეს, თუ:

  1. მოულოდნელიწვიმა“: თუ თვალწინ უცებ გაჩნდა უამრავი ახალი წერტილი ან „მური“.
  2. ინტენსიური ნათებები: გაელვებები გახდა ხშირი, კაშკაშა და არ წყდება.
  3. ფარდათვალწინ: თუ მხედველობის ველის რომელიმე მხარეს გაჩნდა მუქი ლაქა ან ჩრდილი, რომელიც არ ქრება (ეს ბადურის აშრევების კლასიკური ნიშანია).
  4. მხედველობის მკვეთრი დაქვეითება.

 

მნიშვნელოვანია: ეს სიმპტომები შესაძლოა მიანიშნებდეს ბადურის ნახეთქის გაჩენაზე. ამ დროს დროულად ჩატარებული ბადურა გარსის ლაზეროთერაპია,   თავიდან გვაცილებს ბადურა გარსის ჩამოცლას და რთულ თვალშიდა ქირურგიულ ჩარევას.

როგორ მოვიქცეთ?

თუ თქვენ შენიშნეთ მსგავსი ნათებები, ნუ დაელოდებით სიმპტომების თავისით გაქრობას. უბრალო და უმტკივნეულო დათვალიერება თვალის ფსკერზე (გუგის გაფართოებით) გასცემს პასუხს კითხვაზე — სჭირდება თუ არა თქვენს ბადურას „შეკეთება“.

გახსოვდეთ: პრევენცია ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა!