ბადურას დაავადებები

ბადურას დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები

ბადურას დაავადებები

რა არის ბადურა?

ბადურა არის თვალის შიგნით არსებული ნერვული ქსოვილი, რომელიც სინათლის იმპულსებს გარდაქმნის სურათად. მისი დაზიანება ხშირად იწვევს მხედველობის პროგრესულ დაქვეითებას ან სიბრმავეს. რადგან ბადურის პათოლოგიები შეიძლება განვითარდეს უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად, რეგულარული სკრინინგი აუცილებელია დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ბადურას მთავარი დაავადებები:

  • დიაბეტური რეტინოპათიახშირი გართულება დიაბეტის დროს; იწვევს სისხლჩაქცევებს, შეშუპებას და შესაძლოა სიბრმავეს.
  • მაკულოპათიაბადურის ცენტრალური ნაწილის (მაკულის) დაზიანება, რომელიც პასუხისმგებელია მკვეთრ და დეტალურ მხედველობაზე; ყველაზე ხშირია ასაკობრივი მაკულოპათია (AMD).
  • ბადურის დეგენერაცია და ნახეთქიზრდის ბადურის ჩამოცლისა და უეცარი მხედველობის დაკარგვის რისკს.

მკურნალობის მეთოდები:

სიტუაციიდან გამომდინარე, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • ლაზერული თერაპია
  • თვალშიდა ინექციები
  • ქირურგიული ჩარევა

    ყველა შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული შეფასება და მონიტორინგი.

ლაზერული ფოტოკოაგულაცია

ლაზერული თერაპია არის არაინვაზიური, თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება:

  • პათოლოგიური სისხლძარღვების მოსაშორებლად
  • შეშუპების შესამცირებლად
  • ქსოვილის სტაბილიზაციისთვის

ლაზერის ტიპები:

  • ფოკალური ლაზერიყვითელი ხალის (მაკულის) შეშუპების სამკურნალოდ.
  • პანრეტინალური ფოტოკოაგულაცია (PRP)ახალი პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდის პრევენცია (დიაბეტური რეტინოპათია).
  • შემომსაზღვრელი ლაზერიდეგენერაციის ზონის ირგვლივ ქსოვილის გამაგრება ბადურის ჩამოცლის თავიდან ასაცილებლად.

პროცედურის უპირატესობები:

  • ტარდება ამბულატორიულად
  • უმტკივნეულოა
  • ხელს უწყობს მხედველობის სტაბილიზაციას და პროგრესის შეჩერებას
  •  

მზად ხარ მკურნალობის დასაწყებად?