ზოგადი ოფთალმოლოგია
ზოგადი ოფთალმოლოგია არის თვალის ჯანმრთელობის ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს სრულ გამოკვლევას, დაავადებების ადრეულ გამოვლენას და მართვას. თვალის დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც მათი აღმოჩენა ხშირად შორსწასულ სტადიაზე ხდება.
მძიმე დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა, კერატოკონუსი და ბადურის დაზიანება, საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას — წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შეუქცევადი მხედველობის დაქვეითება სრულ სიბრმავემდე.
რატომ არის მნიშვნელოვანი
- თვალის დაავადებების დიდი ნაწილი ადრეულ ეტაპზე არ იძლევა სიმპტომებს.
- რეგულარული შემოწმებები იძლევა საშუალებას დაავადების აღმოჩენისა და მართვის დროულად დაწყების.
- ზოგჯერ თვალის გამოკვლევა შეიძლება გახდეს სისტემური დაავადებების (დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია) აღმოჩენის მიზეზიც.
რეკომენდებული გამოკვლევის სიხშირე
- ზრდასრულები: ყოველი 1–2 წელიწადში ერთხელ სრული თვალის გამოკვლევა.
- 50 წლის ზემოთ: მხედველობის და თვალშიდა წნევის კონტროლი წელიწადში ორჯერ.
ჩვენი სერვისები
სრული დიაგნოსტიკა
- მხედველობის სიმახვილის ტესტირება;
- თვალშიდა წნევის გაზომვა (გლაუკომის სკრინინგი);
- თვალის სრული ბიომიკროსკოპიული და ფონდოსკოპიული გამოკვლევა.
რეფრაქციული დარღვევები:
- მიოპიის, ჰიპერმეტროპიისა და ასტიგმატიზმის დიაგნოსტიკა;
- საჭიროების შემთხვევაში სათვალის ან კონტაქტური ლინზის შერჩევა.
ასაკობრივი დაავადებები:
- კატარაქტისა და გლაუკომის ადრეული გამოვლენა.
- მართვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
ბავშვთა ოფთალმოლოგია
- სკრინინგი სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებში.
- ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) და სიელმის აღმოჩენა და მართვა.
პრევენციული კონსულტაციები
- მხედველობის დაცვა ეკრანებთან მუშაობისას.
- ასაკობრივი ცვლილებების მართვა.
- ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება თვალის ჯანმრთელობისთვის.
როდის უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს?
- მხედველობის უეცარი გაუარესება ან დაბინდვა.
- სინათლის გაელვებები, მცირავი შავი ლაქები.
- თვალის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება.
- ბავშვებში თვალების გადახრა ან მხედველობის გაძნელება.
აღნიშნული ბმულით შესაძლებელია შეაფასოთ შორ და ახლო მანძილზე მხედველობა, ფერადი მხედველობა და კონტრასტული მხედველობა
მხედველობის სიმახვილის თვითშეფასების ტესტის სწორად გასავლელად მიჰყევით ინსტრუქციას (ინსტრუქცია მოწოდებულია ინგლისურ ენაზე, იხილეთ თარგმანი):
მოუმატეთ თქვენი მოწყობილობის განათებას.
ეკრანის ზომის სწორად მოსარგებად, აიღეთ ნებისმიერი ბარათი და ჩარჩო დაარეგულირეთ ისე, რომ ბარათი მოერგოს ზომებში. ( არ ინერვიულოთ, ეს პროცესი უსაფრთხოა, არაფრის სკანირება არ მოხდება);
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს ან სათვალეს, მოირგეთ და მოემზადეთ ტესტის ჩასატარებლად;
თუ მზად ხართ, დაიფარეთ ცალი ხელით მარცხენა თვალი.
ეკრანს მოშორდით გაშლილი ხელის სიგრძის დონეზე;
ხედავთ მცირე და დიდი ზომის რკალებს? მონიშნეთ ის სექტორი, რომელიც აკლია მცირე ზომის რკალს.
გაიმეორეთ იგივე მეორე თვალზე.