ცხოვრება კატარაქტის ოპერაციის შემდეგ

კატარაქტის ოპერაციის შემდეგ პაციენტი სწრაფად უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, რათა მხედველობის აღდგენის პროცესი მშვიდად წარიმართოს და გართულებების რისკი შემცირდეს.

პირველი რამდენიმე დღე ოპერაციის შემდეგ:

მსუბუქი დისკომფორტი ან წვა, თვალში სიწითლე, ცრემლდენა, ბუნდოვანი მხედველობა და შუქზე მომატებული მგრძნობელობა ნორმალურია, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება.

ძლიერი ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რეკომენდაციები:

  • არ შეეხოთ და მოისრისოთ თვალები, განსაკუთრებით ოპერაციის პირველ დღეებში.
  • მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობებსა და დარტყმებს 1–2 კვირის განმავლობაში.

პირველი 1–4 კვირის განმავლობაში:

  • ხშირად ექიმები ნიშნავენ ანტიბიოტიკურ და ანთების საწინააღმდეგო წვეთებს.
  • შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს მცირე ჰალოები, რომელიც 2–4 კვირაში ქრება.

ცურვა, საუნა, აბანოები, ძლიერი სპორტული დატვირთვა რამდენიმე კვირით შეზღუდულია

1–3 თვეში:

  • პაციენტის მხედველობა ნორმალიზდება, ოპტიმალურ ხარისხს აღწევს 1 თვის განმავლობაში.
  • ექიმი ამოწმებს თვალის წნევას, ბადურას და თვალის საერთო მდგომარეობას, რათა გამოირიცხოს გლაუკომა, ინფექცია და ბადურის დეგენერაციული ცვლილებები.

ძირითადი შეზღუდვები:

– მძიმე ფიზიკური შრომა / სირბილი / წონის აწევა: 1–2 კვირა
– თვალზე მტკივნეული შეხება: 1–2 კვირა
– ცურვა / საუნა / აბანო: 2–4 კვირა
– სპორტული აქტივობა: 4–6 კვირა, ექიმის რჩევით

ოპერაციის პირველი 1–2 კვირა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, 1 თვეში მრავალი შეზღუდვა იხსნება და თვალის სრული ფუნქცია აღდგება.