მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
ოფთალმოლოგიური პრობლემა არის თანამედროვე მსოფლიოში. ის წარმოიქმნება
მაშინ, როცა თვალის ზედაპირი სათანადოდ არ ტენიანდება, რის გამოც პაციენტს
უჩნდება გაღიზიანება, წვა, სიმშრალე ან მხედველობის ბუნდოვანება.

მიზეზები შეიძლება იყოს:

  • კომპიუტერის ან მობილური ეკრანის ხანგრძლივი გამოყენება
  • ჰორმონალური ცვლილებები
  • გარკვეული მედიკამენტების მიღება (ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტები, აკნეს საწინააღმდეგო, კონტრაცეპტივები..)
  • გარემო ფაქტორები (მშრალი ჰავა, კონდიციონერი)

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ხელოვნურ ცრემლის რეგულარულ
გამოყენებას, ანთების საწინააღმდეგო წვეთებს, ან სპეციალურ პროცედურებს,
როგორიცაა მეიბომის ჯირკვლების სტიმულაცია. მნიშვნელოვანია ექიმის
კონსულტაცია სწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე.