მიოპია, ანუ ახლომხედველობა, სულ უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებსა და
მოზარდებში. ის შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს სერიოზული
გართულებები მომავალში, როგორიცაა ბადურა გარსის დაავადებები, ზარმაცი
თვალის განვითარება, ასევე მიზეზი გახდეს გარკვეული სამსახურეობრივი
შეზღუდვების.
რისკის ფაქტორებია:
- გენეტიკური მიდრეკილება
- ნაკლები დრო ღია სივრცეში და ბევრი დრო ეკრანებთან
- ხანგრძლივი დროის მანძილზე ახლო დისტანციაზე კითხვა ან სწავლის რეჟიმი
პრევენციის გზები:
- ყოველდღე მინიმუმ 1-2 საათით ყოფნა გარეთ დღის შუქზე;
- სწორი განათება და პოზიცია სწავლისას;
- რეგულარული თვალის შემოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში სპეციალური სათვალე ან კონტაქტური ლინზა და დაბალდოზიანი ატროპინის წვეთები ექიმის დანიშნულებით.