ინტრავიტრეალური ინექცია წარმოადგენს წამლის უშუალოდ თვალის შიგნით,
მინისებურ სხეულში შეყვანას. იგი გამოიყენება ბადურის დაავადებების, მათ
შორის დიაბეტური რეტინოპათიის, ასაკობრივი მაკულოპათიისა და ბადურას
სისხლძარღვოვანი დაავადებების და სხვათა დროს.
ინექცია ხდება სტერილურ პირობებში, ადგილობრივი ანესთეზიით და
გრძელდება რამდენიმე წუთი. ეს არ არის მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში
ეფექტური გზაა მხედველობის დასაცავად ან აღსადგენად.
მკურნალობა ხშირად მოითხოვს მრავალჯერად კურსს, რის გამოც საჭიროა
ექიმთან კარგი კომუნიკაცია და მონიტორინგი.